ჰონგ-კონგის ხელისუფლება ივლისიდან თითოეულ მოქალაქეს 5 ათასი ჰონგ-კონგური დოლარის ელექტრონულ კუპონს გადასცემს. მიზანი ელექტრონული კუპონის მოხმარების სტიმულირებაა. ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა საკანონმდებლო ორგანოში სიტყვით გამოსვლის დროს განაცხადა.
მისი თქმით, პროგრამის დეტალები ივნისის მეორე ნახევარში გახმიანდება, რეგისტრაცია კი ივლისიდან დაიწყება. ამ მიზნით გადახდის ელექტრონული სისტემები - AlipayHK, Octopus, Tap & Go და WeChat Pay HK ამოქმედდება. კუპონის მიღებას ჰონგ-კონგის 18 წელზე მეტი ასაკის ნებისმიერი მოქალაქე შეძლებს.
სტიმულირების პაკეტის ამუშავებაზე ბრძანება თებერვალში გამოიცა და ეკონომიკური ვარდნის პირობებში შიდა მოხმარების ხელშეწყობისთვის არის მოტივირებული. პროგრამა ბიუჯეტს 36 მილიარდი ჰონგ-კონგური დოლარი ანუ 4 მილიარდ 640 მილიონი დოლარი დაუჯდება.