წინამორბედის ნაკლოვანებები ისტორიას ჩაბარდა, "ჰონდას" კომპაქტი უფრო ნორმალური და სპორტული გახდა. გიხაროდენ: "ჰონდა სივიკი" აღარ ჰგავს კოსმოსურ ხომალდს. ამავდროულად, იაპონელებმა საკმაოდ მოინდომეს და იმისათვის, რომ მათ საამაყო კომპაქტს უფრო სპორტული დიზაინი ჰქონოდა, სიგრძე მოუმატეს და სიმაღლე დააკლეს. სახე კი უფრო მკაცრი გაუხდა - "ჰონდას" მიზანია, რომ ეს მანქანა ამერიკელებსაც მოეწონოთ.