იაპონური საავტომობილო კომპანიები Honda და Toyota ბაზრიდან 6 მილიონ 100 ათას ავტომობილს გაიწვევენ. ორივე შემთხვევაში პრობლემა უსაფრთხოების ბალიშებში არსებულ ხარვეზებს ეხება.
Honda-ს მიერ გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, გაწვევას დაექვემდებარება 2 მილიონ 700 ათასი ავტომობილი, როგორც Honda-ს ბრენდის, ასევე Acura-ს ცალკეული მოდელები, რომლებიც 1996-2003 წლის პერიოდშია გამოცემული. პრობლემა ფიქსირდება Takata ფირმის უსაფრთხოების ბალიშებში, რომლებიც ავტოსაგზაო შემთხვევის დროს შესაძლოა, სათანადოდ არ გაიხსნას ან არასწორად გაიხსნას.
Honda-სთან ერთად ავტომობილებს იწვევს Toyota-ც. აქაც მიზეზი უსაფრთხოების ბალიშებია. გაწვევას 3 მილიონ 400 ათასი ავტომობილი დაექვემდებარება.