ჟურნალმა "ფორბსმა" ჰოლივუდის ყველაზე მაღალანაზღაურებადი მსახიობების რეიტინგი გამოაქვეყნა, რომელიც მსახიობების წლიურ ანაზღაურებას მოიცავს. "ფორბსის" მონაცემებით, მსოფლიოს ყველაზე მაღალშემოსავლიანი ტოპ-10 კაცი მსახიობის შემოსავალმა ერთი წლის განმავლობაში 488 მილიონ 500 ათასი დოლარი შეადგინა, რაც სამჯერ აღემატება ტოპ-10 ყველაზე შემოსავლიანი ქალი მსახიობების ანაზრაურებას - 172 მილიონ 500 ათას დოლარს.
ფორბსის თანახმად, ბოლო ერთი წლის განმავლობაში კაცებს შორის ყველაზე მეტი შემოსავლი ფილმ „ტრანსფორმერების“ ვარსკვლავმა მარკ უოლბერგმა მიიღო - 68 მილიონი დოლარის ოდენობით, ხოლო ქალებს შორის ლიდერი "ლა ლა ლენდის" ვარსკვლავი ემა სთოუნი გახდა - 26 მილიონი დოლარით.