მსახიობმა და რეჟისორმა ალეკ ბოლდუინმა გადასაღებ მოედანზე ცეცხლსასროლი იარაღიდან გაისროლა, რის შედეგადაც ოპერატორი ქალი გარდაიცვალა, ფილმის რეჟისორი კი - დაიჭრა.
მედიის ინფორმაციით, მსახიობმა იმ პისტოლეტიდან გაისროლა, რომელიც ფუჭი ვაზნებით უნდა ყოფილიყო დატენილი.
ინციდენტი ნიუ-მექსიკოს შტატში, ვესტერნის ჟანრის ფილმის გადაღებისას მოხდა.
მედიის ინფორმაციით, 68 წლის ბოლდუინი ადგილობრივი შერიფის ოფისთან თვალცრემლიანი შენიშნეს.
დაღუპული ოპერატორი 42 წლის ჰალინა ჰაჩინსია, რომელიც წარმოშობოთ უკრაინიდან იყო.
მომხდართან დაკავშირებით გამოძიება მიმდინარეობს, თუმცა, ამ დროისთვის ბრალი არავისთვის წაუყენებიათ.