ჰოლივუდის ერთ-ერთ ფილმს საქართველოში გადაიღებენ. სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ ინფორმაციით, ფილმის გარკვეული მონაკვეთის საქართველოში გადაღების გადაწყვეტილება ჰოლივუდის მაღალი რანგის წარმომადგენლებმა მას შემდეგ მიიღეს, რაც ისინი 26 აპრილიდან 2 მაისამდე საქართველოში ვიზიტით იმყოფებოდნენ. კინომწარმოებლებმა საქართველოს რამდენიმე რეგიონი მოინახულეს და კინოგადაღების შესაძლებლობებს გაეცნენ. საქართველოში გადაღებებს ერთ-ერთი ქართული საპროდუსერო კომპანია უზრუნველყოფს.