ჰოლივუდის დიდების ხეივანში ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ვარსკვლავი დააზიანეს. ამის შესახებ NBC Los Angeles-ი წერს. შემთხვევის ადგილზე მისულ პოლიციელებს ვარსკვლავის ნაცვლად დაზიანებული ფილა დახვდათ. დამნაშავე მოგვიანებით ბევერლი ჰილზის პოლიციას თავად ჩაბარდა.ვარსკვლავი დონალდ ტრამპს ჰოლივუდის დიდების ხეივანში 2007 წელს, სატელევიზიო შოუ "მოსწავლეში" მონაწილეობისთვის გაუხსნეს.ვარსკვლავი თავდასხმის ობიექტი არაერთხელ გახდა. ადგილობრივი აქტივისტები ტრამპის ვარსკვლავის აღებას ითხოვენ.