კოკა კოლას კომპანიის საშობაო რეკლამებს 100 წელი შეუსრულდა, მისი ახალი კამპანია კი მთლიანად 2020 წელზეა მორგებული.
ახალი კამპანიის სახელი "წერილია", რომლითაც კოკა-კოლა მომხმარებლებს მოუწოდებს, რომ ამ არდადეგებზე გარშემომყოფები გაახარონ იმით, რაც მხოლოდ მათ შეუძლიათ — საკუთარი თავით და მათ გვერდით ყოფნით.