ჰოლანდიაში ექიმები ანაზღაურების მომატების მოთხოვნით გაიფიცნენ. ამ ინფორმაციას "როიტერსი" ავრცელებს.
ექიმებისა და ექთნების გაფიცვის გამო ჰოლანდიაში საავადმყოფოებმა მუშაობა შეაჩერეს. სამედიცინო დახმარების მიღება ამ დროისათვის მხოლოდ გადაუდებელი საჭიროების მქონე პაციენტებს შეუძლიათ. ექიმები ანაზღაურების 5%-ით გაზრდასა და სამუშაო პირობების გაუმჯობესებას ითხოვენ. მათი განცხადებით, ზეგანაკვეთური სამუშაოს დროს ასავე უნდა გაიზარდოს ანაზღაურება.
აღსანიშნავია, რომ ექიმების მოთხოვნის გათვალისწინების შემთხვევაში ჰოლანდიას დამატებით 950 მილიონი ევროს გადახდა მოუწევს.