სასტუმრო "ჰობიტების სახლი", რომელიც სტივ და ქრისთენ მაიკლსებმა ააშენეს, სწრაფად მოიპოვა პოპულარობა. თუმცა ეს არც არის გასაკვირი. როგორც სახელწოდებიდანაც ჩანს, სასტუმრო დამსვენებელს უჩვეულო გარემოში დასვენებას სთავაზობს - ჰობიტების სოროში დასვენების მსურველი კი უამრავი აღმოჩნდა როგორც აშშ-ში, ისე მის ფარგლებს გარეთაც.