"ჭამე, ილოცე, შეიყვარე" - ამერიკელი მწერლის, ესეისტის, მემუარისტის, ელიზაბეტ ჯილბერტის 407 გვერდიანი ავტობიოგრაფიული ჟანრის რომანი. ორიგინალი 2006 წელს ინგილისურად გამოიცა, ნათარგმნია 30 ენაზე. ელიზაბეტ ჯილბერტი არის ჰემინგუეის კალმის ლაურეატი, ის არაერთი წიგნის ავტორია, "ჭამე ილოცე შეიყვარე" მისი ყველაზე რეზონანსული რომანია. წიგნი ამერიკელ გამავრცელებელთა ასოციაციამ, საუკეთესო გაყიდვად წიგნად აღიარა. 2010 წელს კი რომანი The New York Times-ის - ყველაზე გაყიდვად წიგნებს შორის მოხვდა, ეს სტატუსი მან 187 კვირის განმავლობაში შეინარჩუნა. წიგნის სიუჟეტი ოცდაათ წელს გადაცილებულ ელიზაბეტზე მოგვითხრობს, რომელსაც ერთი შეხედვით აქვს ყველაფერი რაც ქალს ბედნიერებისთვის ჭირდება, სახლი , ქმარი , მწერლის კარიერა. მაგრამ მიუხედავად ამისა, ის მაინც არ არის ბედნიერი ოჯახური ცხოვრებით და განქორწინების გადაწყვეტილებას იღებს, რომლის შემდეგაც გადაწყვეტს იპოვოს ის, რაც აქამდე აკლდა და იწყებს მოგზაურობას მსოფლიოს გარშემო. რომანში აღწერილია ელიზაბეტის 1 წლიანი მოგზაურობა და ცხოვრების სამი განსხვავებული სტილით ცხოვრება სამ ქვეყანაში.