ხელების დაბანა აუცილებელია ჭამის წინ და მაინც, უმრავლესობა ამას არ აკეთებს. გარდა ამისა, სპეციალისტები გვირჩევენ, ხელები დავიბანოთ საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობის შემდეგ, საფულიდან ფულის ამოღებისა და ხელის ჩამორთმევის შემდეგაც კი. სტატისტიკის თანახმად, ქალთა მხოლოდ 20 და მამაკაცთა 7% იბანს ხელებს საგულდაგულოდ ტუალეტის შემდეგ და მხოლოდ ყოველ მეათეს მიაჩნია აუცილებლად ქუჩიდან ოფისში ან სახლში შესვლისას ამ ჰიგიენური რიტუალის ჩატარება. გაითვალისწინეთ: იმისთვის, რომ მიკრობები ორგანიზმში მოხვდნენ და დაავადება გამოიწვიონ, საკმარისია, დაუბანელი ხელით რაიმე მიირთვათ ან უმნიშვნელოდ შეეხოთ პირს. მედიცინაში არსებობს დაუბანელი ხელების დაავადებებად წოდებული პათოლოგიების ჯგუფი, რომელიც რიცხობრივად საკმაოდ სოლიდურია.ვირუსული ჰეპატიტი A და E ვირუსული ჰეპატიტები ფეკალურ-ორალური გზით ვრცელდება, რაც იმას ნიშნავს რომ ადამიანი შეიძლება დასნებოვნდეს ტუალეტის შემდეგ დაუბანელი ხელებით საკვების მიღებისას. ვირუსები ჭუჭყიანი ხელებიდან ხვდებიან სისხლში და იწყებენ ღვიძლის უჯრედების დაზიანებას. თავის დაცვა კი საკმაოდ ადვილია: საკმარისია, საგულდაგულოდ დაიბანოთ ხელები და არ მიირთვათ გაურეცხავი პროდუქტი.