ჰიბრიდული ტაქსებისთვის სანებართვო ღირებულება, შესაძლოა, ჩვეულებრივი ტაქსებისთვის განსაზღვრულ ღირებულებაზე დაბალი, ელექტროძრავაზე მომუშავე ტაქსებისთვის კი უფასო იყოს. ამის შესახებ, საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატმა კახა კუჭავამ განაცხადა და აღნიშნა, რომ პარლამენტი აღნიშნული რეკომენდაციით ადგილობრივ თვითმმართველობას ინიცირებული კანონპროექტის განხილვისას მიმართავს. მისივე თქმით, იმისთვის, რომ ტაქსის დარეგისტრირებისთვის, გადასახადი იქნება ერთჯერადი და არ იქნება იმაზე მეტი, ვიდრე მაგალითად, პირადობის მოწმობის აღების საფასურია.