ჰიბრიდული ძრავის მქონე თვითმფრინავები, რომლებიც ტრადიციულის გარდა, ელექტროძრავებითაც არის აღჭურვილი, საწვრთნელ გაფრენებს მიმდინარე წლის ბოლომდე დაიწყებენ. მათ სატესტო ექსპლუატაციას ამერიკული კომპანია Ampaire განახორციელებს.
როგორც ტელეკომპანია CNN იუწყება, ეს იქნება პირველი შემთხვევა, როცა ჰიბრიდულ თვითმფრინავს კომერციული დანიშნულებისთვის გამოიყენებენ. ტესტირების ეტაპზე, რომელიც ჰავაიში ჩაივლის, თვითმფრინავი მხოლოდ ტვირთს გადაიტანს, ხოლო მისი სრულმასშტაბიანი ექსპლუატაციისთვის ნებართვას 2021 წლიდან ვარაუდობს.
ამ ცდების წარმატებით დასრულების შემდეგ კომპანია გეგმავს უფრო მეტი ტევადობის ლაინერები გახადოს ჰიბრიდული.