ჰეროინი, ამფეტამინი, სუბოტექსი, MDMA - შსს-მ ნივთმტკიცებად ამოღებული 1 ტონაზე მეტი ნარკოტიკული საშუალებები გაანადგურა - Palitra News

ჰეროინი, ამფეტამინი, სუბოტექსი, MDMA - შსს-მ ნივთმტკიცებად ამოღებული 1 ტონაზე მეტი ნარკოტიკული საშუალებები გაანადგურა

2018-12-22 12:13:11+04:00

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ტონაზე მეტი წონის სხვადასხვა სახის ნარკოტიკული საშუალება გაანადგურა, რომელთა ღირებულებაც ე.წ. შავ ბაზარზე დაახლოებით, 14 მილიონი ლარია. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით უკანონო ბრუნვიდან ამოღებული ნარკოტიკული საშუალებები: 2 კილო და 448 გრამი ჰეროინი, 60 კილოგრამზე მეტი ამფეტამინი, 2061 აბი "სუბუტექსი", "პრეგაბალინის" შემცველი 547 კაფსულა, 816 აბი და 121 გრამი "MDMA", 189 აბი და 172 გრამი "მეტადონი" ახალი ტექნოლოგიით, შესაბამისი გარემოსდაცვითი სტანდარტებისა მაღალტემპერატურულ ღუმელში განადგურდა.