საქართველოდან ევროკავშირში ექსპორტზე გატანილი მსხვილფეხა პირუტყვის ტყავი იტალიაში "ჰერმესის" ქარხანას მიეწოდება. პირუტყვის დაუმუშავებელი ტყავი ექსპორტზე ევროკავშირში, კერძოდ საბერძნეთში რამდენიმე დღის წინ გავიდა. ერთ-ერთ ბერძნულ კომპანიასთან 2 წლიანი კონტრაქტია გაფორმებული, რომლის თანახმადაც, ქართულმა მხარემ თვეში 70 ტონა ტყავი უნდა მიაწოდოს. ტყავი საბერძნეთში დამუშავდება, რის შემდეგაც როგორც ქართული ნედლეულის პროდუქტი, იტალიაში "ჰერმესის" ქარხანას მიეწოდება. პირველ ეტაპზე საზღვარგარეთ 18 ტონა ხელით დამარილებული ბეწვიანი პირუტყვის ტყავი გავიდა.