2 მარტს ბორჯღალოსნები 2019 წლის რაგბი ევროპის ჩემპიონატის მესამე მატჩს ბრიუსელში, ბელგიის ნაკრების წინააღმდეგ გამართავენ. შეხვედრა თბილისის დროით 19 საათზე დაიწყება. მილტონ ჰეიგმა გადაწყვიტა, რომ ბელგიასთან იმ გუნდმა ითამაშოს, რომელიც ინგლისის ნაკრებთან ერთად ივარჯიშებს. ეს ვარჯიშები იაპონიის მსოფლიო თასისთვის, ასევე რაგბი ევროპის ჩემპიონატზე უახლოესი მატჩისთვის მზადებას ემსახურება, სადაც ორი ტურის შემდეგ, საქართველო 8 ქულით პირველ ადგილზეა.ინგლისური შეკრებისა და ბელგიასთან მატჩისთვის მწვრთნელებმა რამდენიმე გამოცდილ მორაგბეს უხმეს - ზურაბ ჟვანიას და შალვა სუთიაშვილს, და ასევე ოთარ გიორგაძეს, რომელსაც დისკვალიფიკაციის ვადა გაუვიდა.