ჰავაის შტატში კუნძულ მაუიზე ათასობით ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა. ამის მიზეზი მასშტაბური ხანძარი გახდა, რომელიც ბუჩქნარს მოედო. მეხანძრეები ცეცხლის ლოკალიზებას უკვე მესამე დღეა ცდილობენ. ევაკუირებული მოსახლოებისთვის დროებითი თავშესაფრები გაიხსნა. ცეცხლმა 12 კვადრატულ კილომეტრზე მეტი ფართობის ტერიტორია გაანადგურა. დაშავებულები არ არიან. ასევე ხანძარი დასახლებულ პუნქტამდე არ მისულა. მაუი სიდიდით მეორე კუნძულია ჰავაის კუნძულებს შორის.