ჰავაის ძლიერი შტორმი დაატყდა თავს. სანაპიროზე დაახლოებით 60-მეტრიანი ტალღებია. ამას თან ერთვის ძლიერი ქარიც. სანაპირო რეგიონებში წყალი ოკეანიდან ნაპირებზე გადავიდა, დაიტბორა გზებიც. ქარმა წააქცია ხეები. მეტეოროლოგები აცხადებენ, რომ ტალღების სიმაღლე ძალიან საშიშ დონეზეა. სანაპირო მაშველების თქმით, მსგავსი შტორმი ჰავაიზე მცხოვრებ მოსახლეობას არასოდეს უნახავს.