22:18
24 თებერვალი, 2021, ოთხშაბათი
იტვირთება შემდეგი ვიდეო
News
ჰასან რუჰანი - ტირანი ტრამპის პოლიტიკური კარიერა და მისი ავბედითი მმართველობა დღეს სრულდება, ტრამპი მკვდარია, ბირთვული შეთანხმება კი - ცოცხალი
20-01-2021

ირანის პრეზიდენტი ჰასან რუჰანი აშშ-ის პრეზიდენტის მომავალ ადმინისტრაციას მოუწოდებს, 2015 წლის ბირთვული შეთანხმებას დაუბრუნდეს და თეირანის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები გააუქმოს.

„ახლა ბურთი აშშ-ის მოედანზეა. თუ ვაშინგტონი 2015 წლის ბირთვული შეთანხმებას დაუბრუნდება, ჩვენ ამ ხელშეკრულებით ნაკისრ ვალდებულებებს სრულად შევასრულებთ,“- განაცხადა ირანის პრეზიდენტმა მთავრობის დღევანდელი შეხვედრის დროს.

მისი თქმით, ირანი აშშ-ის მომავალი ადმინისტრაციიდან კანონის უზენაესობის დაცვას ელოდება.

„ჩვენ ველით, რომ აშშ-ის მომავალი ადმინისტრაცია კანონის უზენაესობას დაუბრუნდება და დაიცავს და წინა ოთხი წლის განმავლობაში გაჩენილ შავ ლაქებს მომავალი ოთხი წლის განმავლობაში ამოშლის. ტირან ტრამპის პოლიტიკური კარიერა და მისი ავბედითი მმართველობა დღეს სრულდება და ირანის წინააღმდეგ მისი "მაქსიმალური ზეწოლის" პოლიტიკა მარცხით დასრულდა. ტრამპი მკვდარია, მაგრამ ბირთვული შეთანხმება ჯერ კიდევ ცოცხალია,“- აღნიშნა ირანის პრეზიდენტმა.

AutoPlay
პარლამენტთან აქტივისტები კარვის გაშლას ცდილობდნენ, რასაც დაპირისპირება მოჰყვა
გამოქვეყნდა 1 საათის წინ
ივანიშვილი საქართველოს ამსგავსებს რუსეთს - გიგი უგულავა
გამოქვეყნდა 1 საათის წინ
სერგეი ლავროვის განცხადებით, დასავლეთი პანდემიას არასასურველი მთავრობების დასასჯელად იყენებს
გამოქვეყნდა 3 საათის წინ
მირჩევნია პოლიტიკური რეპუტაციული ზიანი მივიღო, ვიდრე ქვეყანაში სამართალის აღსრულება დავაყენო კითხვის ნიშნის ქვეშ - დიმიტრი ხუნდაძე
გამოქვეყნდა 3 საათის წინ
ჩვენ არასდროს გვითქვამს უარი დიალოგზე, ვილაპარაკოთ საქმეზე, ქვეყნის ინტერესებზე და არა იმაზე რა აწყობს "ნაცმოძრაობას" - მამუკა მდინარაძე
გამოქვეყნდა 3 საათის წინ
1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 3.3198 ლარი გახდა
გამოქვეყნდა 4 საათის წინ
გააკეთე კომენტარი
FB კომენტარი
სხვა სიახლეები