11:36
20 სექტემბერი, 2020, კვირა
იტვირთება შემდეგი ვიდეო
News
ჰასან რუჰანი - ისრაელთან შეთანხმების მიღწევით არაბთა გაერთიანებულმა საამიროებმა უდიდესი შეცდომა დაუშვა
15-08-2020

ირანის პრეზიდენტი ჰასან რუჰანი აცხადებს, რომ არაბთა გაერთიანებულმა საამიროებმა ისრაელთან ურთიერთობის ნორმალიზებასთან დაკავშირებით შეთანხმების მიღწევით „უდიდესი შეცდომა“ დაუშვა. „სჯობს, წინდახედულობა გამოეჩინათ. მათ უდიდესი შეცდომა დაუშვეს, მოღალატური ქმედება ჩაიდინეს. იმედი გვაქვს, ამას გააცნობიერებენ და ამ მცდარ გზას მიატოვებენ,“- განაცხადა ირანის პრეზიდენტმა სატელევიზიო მიმართვის დროს. მისივე თქმით, ხელშეკრულების მიზანია ხელი შეუწყოს ნოემბრის საპრეზიდენტო არჩევნებში დონალდ ტრამპის გამარჯვებას. „მაშინ რატომ მოხდა ეს ახლა?რატომ გაკეთდა ამის შესახებ განცხადება მესამე ქვეყანაში, ამერიკაში? ვაშინგტონში ჯენტლმენი არჩევნებს იგებს, თქვენ კი თქვენს ქვეყანას, ხალხს, მუსლიმებსა და არაბთა სამყაროს ღალატობთ,“- აღნიშნა ჰასან რუჰანმა. შეგახსენებთ, ისრაელმა და არაბთა გაერთიანებულმა საამიროებმა, აშშ-ის დახმარებით, ურთიერთობების სრული ნორმალიზების შესახებ ისტორიულ შეთანხმებას მიაღწიეს. დონალდ ტრამპმა „ტვიტერზე“ სამ ქვეყანას შორის მიღწეული შეთანხმების ტექსტიც გამოაქვეყნა, სადაც აღნიშნულია, რომ ეს ისტორიული დიპლომატიური მიღწევა ახლო აღმოსავლეთის რეგიონში მშვიდობას შეუწყობს ხელს.

AutoPlay
საყოველთაო ამნისტიის აქტის დამტკიცების მოთხოვნით ფილარმონიიდან პარლამენტამდე მსვლელობა მოეწყო
გამოქვეყნდა 15 საათის წინ
აზერბაიჯანში კორონავირუსის 148 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და 2 ადამიანი გარდაიცვალა
გამოქვეყნდა 16 საათის წინ
ირანში კორონავირუსს კიდევ 166 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა
გამოქვეყნდა 16 საათის წინ
დავით ფურცხვანიძე საქალაქო სასამართლოში მაგისტრი მოსამართლის თანდასწრებით იკითხება
გამოქვეყნდა 16 საათის წინ
ჯაბა ჯიშკარიანს კორონავირუსი დაუდასტურდა
გამოქვეყნდა 18 საათის წინ
ირანის ისლამური რევოლუციის გვარდიის მეთაური - სულეიმანის მკვლელობის გამო შურისძიების შესახებ მუქარა სერიოზულია და ამას დავამტკიცებთ
გამოქვეყნდა 18 საათის წინ
გააკეთე კომენტარი
FB კომენტარი
სხვა სიახლეები