დონალდ ტრამპი ისევე დამარცხდება, როგორც სადამ ჰუსეინი დამარცხდა - ეს განცხადება ირანის პრეზიდენტმა, ჰასან როუჰანიმ, სამხედრო აღლუმზე სიტყვით გამოსვლისას გააკეთა. ,,ტრამპსაც იგივე ელის, ის სადამ ჰუსეინის ბედს გაიზიარებს“ - აღნიშნა როუჰანიმ და დაამატა, რომ ქვეყანა თავის თავდაცვით იარაღზე, მათ შორის სარაკეტო დანადგარებზე უარს არ იტყვის. ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა კი ტრამპის ადმინისტრაცია ახალ აღმოსავლეთისთვის და გლობალური საზოგადოებისთვის არსებულ საფრთხედ შეაფასა. შეგახსებებთ, ვაშინგტონმა მაისში ირანის ბირთვული შეთანმხმება დატოვა, რის შედეგადაც ორ ქვეყანას შორის ურთიერთობები მკვეთრად დაიძაბა.