ევროკავშირის ელჩმა კარლ ჰარცელმა და ევროკომისიის აღმოსავლეთ სამეზობლოსთან ურთიერთობის პასუხისმგებელმა დირექტორმა ლორენს მერედიტმა ბათუმში დატრიალებული ტრაგედიის დროს დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს და ე.წ. გლოვის კუთხე გვირგვინით შეამკეს.
ევროკავშირის ელჩმა კარლ ჰარცელმა ბათუმში ჟურნალისტებთან ქვეყანაში არსებულ პოლიტიკურ ვითარებასთან დაკავშირებითაც ისაუბრა.
მისი თქმით, ევროპარლამენტარები, რომლებიც მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით წერილს ხელს აწერენ, ევროპარლამენტის მუშაობაში ნიშვნელოვან როლს თამაშობენ.
ჰარცელის განცხადებით, ქვეყანაში დაცული უნდა იყოს პატიმართა უფლებები და პატიმრობის პირობები, რომელიც საერთაშორისო სამართლის უმაღლეს სტანდარტებს უნდა შეესაბამებოდეს.