დღესდღეობით მოტოციკლი წარმოადგენს მოტორიზებული ტრანსპორტის ყველაზე ხელმისაწვდომ სახეობას. ყოველდღიურად მსოფლიოში 200 მილიონი მოტოციკლი გამოიყენება, რომელთა შორის ლიდერი ინდოეთია სადაც 37 მილიონი მოტოციკლი და მოპედი მოძრაობს შემდეგ მოდის ჩინეთი, რომლის ქუჩებში 34 მილიონი მოტოციკლი და მოპედი გადაადგილდება.
იმ ბრენდებს შორის, რომელთაც ამ ტრანსპორტის მოყვარულები ეტრფიან და მათი რაოდენობა კი 550 შეადგენს - Harley-Devidson - დღეისთვის ამ სატრანსპორტო საშუალების არა მხოლოდ ერთ-ერთი მწარმოებელია. ეს ყველაზე ცნობილი ბრენდი იმავდროულად ლეგენდაა, მათთვისაც კი ვინც მოტოციკლის სამყაროსგან ძალიან შორს არის. ისინი კი, ვინც ამ პროდუქციით სარგებლობს იმავდროულად ხდება გარკვეული ცხოვრების წესისა და კულტურის ნაწილი.
მსოფლიო მასშტაბით ჰარლი დევიდსონის მომხმარებელთა რიცხვი დღემდე მატულობს და ეს არ არის მხოლოდ მარკეტინგის შედეგი, რადგან ნებისმიერი ბრენდის პოპულარობა უპირველესად მისი ხარისხის და დამფუძნებლის მნიშვენლოვანი მოგნებების შედეგია.
ყველაფერი მე-19 საუკუნის ბოლოს დაიწყო, როდესაც ორი ტექნოლოგიური მიგნების ძრავისა და ველოსიპედის შერწყმამ ახალი სატრანსპორტო საშუალების გამოგონებას შეუწყო ხელი. 1880 წელს პედლიან ორთქლმავალს, მოტორიზებული ველოსიპედების პირველი ტალღა მოჰყვა. ერთდროულად რამდენიმე ქვეყანაში ორთქლზე მოძრავი სხვადასხვა სახეობისა ველოსიპედი შემუშავდა.
მოტოციკლი - ამ სიტყვის, როგორც გადასაადგილებელი ტრანსპორტის სახელწოდება ამერიკაში პირველად 1895 წლის 29 ნოემბრის ჩიკაგო-თაიმზ-ჰერალდში დაიბეჭდა როგორც უცხენო ეტლის შესატყვისი სახელწოდება და ახსნა ამ ახალი გამოგონებისათვის.
მოტოციკლეტების ტექნოლოგიაში რევოლუცია 1885 წელს დაიწყო, როდესაც ორმა გერმანელმა გამომგონებელმა ჰოტლიბ დაიმლერმა და ვილჰელმ მაიბახმა შეძლეს პირელი შიგაწვის ძრავიანი მოტოციკლეტის „დაილმერ რეტვაგენის“ გამოშვება. ეს იყო ერთნახევარი ცხენის ძალის ტრანსპორტი, რომელიც 12 კილომეტრ საათში მოძრაობდა. სწორესდ ის იქცა თანამედროვე მოტოციკლის პირველ მაგალითად. მის გამოჩენას მოჰყვა მრავალი სხვა გამომგონებლის ინდივიდუალური მიგნებები ძრავიანი ველოსიპედის მიმართულებით.
თანდათან, ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში პედლებიანი და ორთქლზე მოძრავი მოტოციკლების უფრო ძლიერი, მძიმე და სხვადასხვა დიზაინის ვერსიები შემუშავდა. რაც შეეხება ჰარლი დევიდსონს, მისი ისტორია აშშ-ში დაიწყო.
1880 წლის 29 დეკემბერს ქალაქ მილუოკში რკინიგზის ინჟინერისა და ინგლისელი ემიგრანტის ოჯახში დაიბადა უილიამ სილვესტერ ჰარლი .
რადგან ოჯახ საკმაოს უჭირდა უილიამი უკვე 15 წლის ასაკში ველოსიპედის ქარხანაში მუშაოდა. ბავშვობიდან ძიებისა და აღმოჩენის მიდრეკილების მქონემ 21 წლის ასაკში გადაწყვიტა შეექმნა რაღაც ახალი, რევოლუციური და განსხვავებული. დააპროექტა 115 კუბური სანტიმეტრის მოცულობის ძრავი რომლის დამონტაჟებას ჩვეულებრივ ველოსიპედზე გეგმავდა.
ორი წლის განმავლობაში ჰარლი და მისი მეგობარი არტურ დევიდსონი თავდაუზოგავად შრომობდნენ იმ იდეით შეპყრობილები, რომ ახალი გამოგონებით შეჯიბრში მიიღებდნენ მონაწილეობას. 1903 წელს არტურის ძმის დახმარებით სამუშაო დასრულდა, თუმცა ახალგაზრდები მიხვდნენ, რომ მათი შემოქმედება ვერ გადალახავდა ყველაზე პატარა გორაკსაც კი პედლების დახმარების გარეშე.
პირველი ცდის წარუმატებლობა მათთვის ახალი აღმოჩენების სტიმულად იქცა. მეგობრების სწრაფვა და ინტერესი იმდენად დიდი იყო რომ ძალიან მალე, იმავე 1903 წელს კიდევ ერთი ვერსიით წარდგნენ საზოგადოების წინაშე, რომელიც უკვე წარმატებული აღმოჩნდა. მეორე მოდელის ძრავა 405 კუბური ასნტიმეტრის მოცულობის იყო, რომლის წონა 13 კგ მდე აღწევდა. ნაშრომის შესაქმნელად იყენებდნენ ყველაფერს რაც მათ გარშემო მოტოციკლისთვის შეიძლებოდა გამოდგომოდათ - კონსერვის ქილიდან დაწყებული. რაც მთავარია სამუშაო სულ რაღაც 15 კვადრატული მეტრის ფარდულში მიმდინარეობდა. დიდი ძალისხმევითა და მონდომებით აწყობდნენ დეტალს დეტალზე. აღსანიშნავია, რომ ინსპირაცია ფრანგული მოტოციკლიდან მოდიოდა.
ლოგო და კომპანიის დასახელება სპონტანურად გაჩნდა. არტურ დევიდსონის დეიდის დახმარებით, რომელმაც ბიჭების სამუშაო სივრცის კარზე წარწერა გაუკეთა- ჰარლი და დევიდსონ Company.
როგორც კი მოტოციკლი დააასრულეს მონაწილეობა მიიღეს შეჯიბრში, რისი პირველი მიზეზი მათი შემოქმედების შესახებ განაცხადის გაკეთება იყო. და მიუხედავად იმისა, რომ რბოლაში მე-4 ადგილზე გავიდა ეს იყო „ჰარლი დევიდსონის“ პირველი დოკუმენტირებული განაცხადი. 1905 წელს “ჰარლი-დევიდსონმა“ პირველ წარმატებასაც მიაღწია. ჩიკაგოში 15 მილი 19 წუთში, დაახლოებით 75 კმ საათის სიჩქარით გაიარა.
ამავე წლის იანვარში ერთ-ერთ ჟურნალში გაჩნდა პატარა განცხადება იმის შესახებ რომ ჰარლი დევიდსონის ძრავები თავისუფალ გაყიდვაში გამოჩნდა, ხოლო თავად მოტოციკლეტები ჯერ კიდევ შეზღუდული რაოდენობით იყიდებოდა.
1905 წელს კომპანიის პირველმა დილერმა 5 დან 3 მოტოციკლი გაყიდა რაც ენთუზიასტი მეგობრებისთის თავიანთი პირველი მაღაზიის გახსნის საბაბი გახდა. ამ დროისთვის მოტოციკლები ერთცილინდრიანი 440 კუბური სანტიმეტრის მოცულობის ძრავით იყო აღჭურვილი. რადგან მათ მოტოციკლის აწყობა პატარა სივრცეში ხელით უხდებოდათ დიდი რაოდენობის და ზოგადად წარმოების გაზრდა ამ პირობებში შეუძლებელი იყო. 1906 წელს გახსნეს პირველი ქარხანა, რომელიც დღემდე არსებობს, და ამ შენობაში ამჯერად განთავსებულია კომპანიის მთავარი ოფისი.
თანამშრომელთა რიცხვი თანდათან მატულობდა, ტემპები საკმაოდ სწრაფი იყო. სულ რაღაც რამდენიმე თვის ინტერვალში მათი რიცხვი გაიზარდა და პირველ წელს უკვე 50 მოტოციკლი ააწყეს. დაიმატეს მეორე სართულიც და წარმოების რაოდენობამაც იმატა. კიდევ ერთ წელიწადში 150 ერთეულამდე ავიდნენ. ერთ-ერთი განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი წარმატება იყო 1907 წელს როდესაც ჰარლის შესყიდვა ადგილობრივი პოლიციისთვის დაიწყეს. მართალია იმ დროისთვის მხოლოდ ორი ფერის მოტოციკლს ქმნიდნენ რუხსა და შავს და მათი ვიზულაიც დიდად განსხვავდებოდა დღეისთის ჩენთვის ჩვეული ჰარლი დედვიდსონისგან, თუმცა მათი მოთხოვნის ასეთ სიმაღლემდე აყვანას შემდგომი წარმატებებიც მოჰყვა.
ბიზნესის პარალელურად, ვილიამ ჰარლიმ უნივერსიტეტში განათლება მიიღო მექანიკის ინჟინერიის სპეციალობით. ეს განათლება მას მოტოციკლების ხარისხის განვითარებაში და ახალი მოდელების შექმნაში დაეხმარა. 1907 წელს შეიმუშავა 880 კუბური სმ ძრავი, დაახლოებით 7 ცხენის ძალით რაც წინამორბედზე ორჯერ უფრო ძლიერი იყო. მოტოციკლის მაქსიმალური სიჩქარე იმ დროისთვის 97 კილომეტრ საათს არ აღემატებოდა. მომდევნო ორ წელიწადში 450 დან 1149 ერთეულამდე გაიზარდა გაყიდვების რაოდენობა, რაც გუნდისთის ახალი სიმაღლეების დაპყრობის სტიმულად იქცა.
პირველი მსოფლიო ომი ერთ-ერთი ყველაზე ფართომასშტაბიანი სამხედრო კონფლიქტი იყო კაცობრიობის ისტორიაში. შესაბამისად მისი გავლენა სოციალურ-ეკონომიკურ მდგომარეობაზეც აისახა. უზარმაზარი დანაკარგის, შიმშილისა და დეპრესიის ფონზე ბევრი კომპანია დაიხურა, გაკოტრდა ან შეაჩერა მუშაობა. გარემოებათა შესაფერისი განლაგების გამო თუ სწორი მენეჯმენტის დამსახურებით ჰარლი დევიდსონის მოტოციკლზე მოთხოვნა სახელმწიფო სიმაღლეზე ავიდა. ამასთან წლიური გაყიდვები 21 ათასიდან 3,700-მდე შემცირდა თუმცა კრიზისთან გასამკლავებლად “ჰარლი-დევიდსონმა“ აქსესუარების წარმოება დაიწყო. ყველაზე პოპულარული მისი ტყავის ქურთუკები გახდა, რაც “ბაიკერებს“ დღემდე აღაფრთოვანებს.
1917 წელს მოტოციკლების წარმოების ერთი მესამედი სამხედროში მიდიდოდა. და თუ პირველ ეტაპზე ჰარლი დევიდსონს ძირითადად გადაადგილებისა და ინფორმაციის მისაწვდენად იყენებდნენ ძალიან მალე საჭიროებამ მისი ტყვიამფრქვევით დატვირთვა გახდა აუცილებელი და გადაიქცა სამხედრო მანქანად. ჰარლი დევიდსონის კომპანიისაგან საომარი ვითარების განმავლობაში შესყიდული იქნა 20 ათასამდე ერთეული. უკვე 20-იანი წლებისთვის კომპანია მსოფლიოში ერთ-ერთი უმსხვილესი მწარმოებელი გახდა.
ჰარლი დევიდსონი 67 ქვეყაანში იყდებოდა. წელიწადში კი 29 ათასი მანქანის რეალიზება ხდებოდა. რა თქმა უნდა მოტოციკლის სისწრაფე და ძრავის შესაძლებლობებიც დროდადრო უმჯობესდებოდა. 1921 წელს “ჰარლი-დევიდსონმა“ მოტორბოლა მოიგო სადაც მოტოციკლისთვის რეკორდული სიჩქარე 160 კმ/სთ განავითარა. 1929 წელს შექმნილი ძრავის ახალი ვარიანტი კი იმდენად დახვეწილი იყო, რომ თითქმის 70-იან წლებამდე აღარ შეცვლილა.
და კვლავ ომი.
მეორე მსოფლიო ომის დროს “ჰარლი-დევიდსონმა“ ამერიკის მთავრობისგან ისევ მსხვილი შეკვეთები მიიღო და ფაქტობრივად შეაჩერა სამოქალაქო მოტოციკლების წარმოება. მთავრობის შეკვეთები ძალიან დაეხმარა კომპანიას “დიდ დეპრესიამდე“ არსებულ წარმოებას დაბრუნებოდა. ომის დროს ჯარისთვის 60 ათასი მოტოციკლი გამოუშვა.
ამჯერად 23 ცხენის ძალის ორცილინდრიანი მოდელები იწარმოებოდა, რომლეთანაც გათვალისწინებული იყო უამრავი დეტალი, მათ შორის ტყვიამფრქვევის ადგილი, ჩანთების დასამაგრებელი სივრცე და მრავალი სხვა რაც სამხედრო აღჭურვილობის გადასატანად იყო საჭირო.
ომის დასრულების შემდეგ კი სწრაფად გადაეწყო სამოქალაქო და სპორტული დანიშნულების მოტოციკლების წარმოებაზე. თუმცა, 1950-1952 წლებში “კორეის ომის“ დროს სამხრეთ კორეის ჯარისთვის აწარმოებდა მოტოციკლებს.
ამ დროის განმავლობაში უილიამ ჰარლი მუშაობდა მთავარი ინჟნერის რანგში და კომპანიას ხელმძღვანელობდა, პარალელურად კითხულობდა ლექციებს, უყვარდა ნადირობა, თევზაობა და გოლფი. 1943 წლის 18 სექტემბერს 62 წლის ასაკში გულის უკმარისობით ის გარდაიცვალა. 1950 გარდაიცვალა არტურ დევიდსონიც ავტოსაგზაო შემთხვევაში. კომპანიის შემდგომი განვითარება მომავალმა თაობამ ჩიბარა წარმატებამაც არ დააყოვნა.
უპირველესად იმიტომ რომ შემოშავებული ნაწარმის რაოდენობა საკმარისი იყო რამდენიმე წლიანი არსებობისთვის. აგრეთვე კომპანიის ჭკვიანური მენეჯმენტის გამო. ამასთან ეს ოჯახური ბიზნესი იყო და მათი გამგრძელებლებიც ნოვატორული იდეებით ამარაგებდნენ წამოწყებულ საქმეს.
დაარსებიდან 62 წლის შემდეგ, 1965 წელს Harley Devidson საჯარო კომპანია გახდა (აქციები გაყიდა) და ამ ნაბიჯით მნიშვნელოვანი კაპიტალი მოიზიდა. 1969 წელს კი კომპანია “American Machine and Foundry“-სთან გაერთიანდა. თუმცა, გაერთიანებამ კარგი შედეგი რომ ვერ გამოიღო1981 წლიდან კვლავ გამოეყო.
1970-იან წლებში ჰელ რეიდერმა ჰარლიზე ახალი მსოფლიო რეკორდი დაამყარა. 406 ნახევარი კილომერტი საათში.
80-იან წლებში იაპონური მოტოციკლების კონკურენციამ მნიშვნელოვანად დააგდო ჰარლიზრე მოთხოვვნა, მაგრამ დროებით, ჰარლის ახალი მოდელების საშუალებით ბრენდმა მალე დაიბრუნა კუთვნილი ადგილი. 1983 დაფუძნდა დევიდსონის მოტოციკლის მფლობელთა კლუბი Harley owners group. არსებობის 6 წლის განმავლობაში ჯგუფის წევრთა რაოდენობამ 90 ათას მიაღწია. 2000-ანებისათვის მათი რიცხვი უკე ნახევარ მილიონამდე გაიზარდა, ხოლო 2019- სთვის 10 მილიონზე მეტი ადმიანი იყო გაწევრიანებული.
ბრენდი აგრეთვე აწარმოებდა გოლფ ნამქანებსსაც. 90-იანებში კომპანიის ძირითადი ყურადღება არსებული მოდელების სრულყოფაზე იყო გადატანილი. რაც შეეხება ახალს - ერთ-ერთი მათგანი კინო ინდუსტრიაშიც გამოჩნდა. ალბათ უმრავლესობას გინახავთ ჰოლივუდის მძაფრსიუჟეტიანი ფანტასტიური ჟანრის ფილმი „ტერმინატორი“ მთავარ როლში არნოლდ შვარცნეიგერის მონაწილეობით, რომლის მკაცრი და ძლიერი ხასიათის შტრიხი სწორედ ჰარლი დევიდსონია მოდელით Softtail Fat Boy.
1998 წელს, კომპანიის 95 წლის იუბილეზე, ქალაქ მილოუკში გამართულ აღლუმზე 140 ათასმა ბაიკერმა მიიღო მონაწილეობა. ეს იყო შთამბეჭდავი სანახავი და განსაკუთრებულად ამაღელვებელი მათთვის ვინც ამ ბრენდის დიდი თაყვანისმცემელი იყო, რადგან ერთდროულად რამდენიმე ათასი სხვადასხვა წლის, ფერისა და მოდელის ჰარლი დევიდსონი ეჯიბრებოდა ერთმანეთს.
2006 წელს “ჰარლი-დევიდსონმა“ ჩინეთში დაიწყო მოტოციკლების გაყიდვა, რამაც კომპანიის შემოსავალი და აქციების ფასი მნიშვნელოვნად გაზარდა. წლიურმა შემოსალმა 6 მილიარდ დოლარს მიაღწია. 2009 წლის მსოფლიო კრიზისის დროს კომპანიის შემოსავლები შემცირდა, მაგრამ 2010 წლიდან ინდოეთშიც დაიწყო მოტოციკლების გაყიდვა და ოთხ წელიწადში შემოსავლები კრიზისამდელ დონეს დაუბრუნდა. ბოლო წლებში “ჰარლი-დევიდსონი“ წელიწადში 250 ათასამდე მოტოციკლს ყიდის.
2019 წელს კომპანიის შემოსავალმა 5.4 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა, მოგება კი 500 მლნ დოლარამდე ჰქონდა. კომპანიის აქტივები 10 მილიარდი დოლარი, საბაზრო კაპიტალიზაცია კი 6 მილიარდი დოლარი იყო. დასაქმებული ჰყავს 5 ათასზე მეტი ადამიანი.
ყველაზე ძვირად ჰარლი დევიდსონი 2014 წლის თებერვალში გაიყიდა 241 ათას ევროდ, რომელიც რომის პაპს ფანცისკს ეკუთვნოდა.
მე-20 საუკინის მეორე ნახევარი ამერიკაში ჰარლის ეპოქად ითვლება თანაც ეს ერთ-ერთი იმ მცირერიცხოვან კომპანიებს შორის არის, რომელიც გახდა ლეგენდა ისე, რომ ამისკენ განსაკუთრებულად არ ისწრაფოდა.
მათ აქვთ საკუთარი მაუწყებლობა წელევიზიით Discovery Channel-ზე და აგრეთვე Youtube არხი, რომესაც 276 ათასი გამომწერი ყავს.
დღეისთის კომპანია მოტოციკლების გარდა ჰარლი დევიდსონის ემბლემით სხვადასხვა ფართო გამოყენების ნივთებს აწარმოებს. ტანსაცმელი, ფეხსაცმელი, ავეჯი, ჭურჭელი ყველაფერი რაც ამ ლოგოს ქვეშ ერთიანდება ქმნის ცხოვრების განსხვავებულ სტილს, მისთვის დამახასიათებელი კულტურით.
ასეთია მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული მოტოციკლის ბრენდის ისტორია, რომლის პოპულარობა დღემდე უცვლელად დიდია. ახალი მოდელების პრეზენტაციამდე დაგიტოვებთ სარეკლამო რგოლს ჰარლი დივიდსონის ყველაზე ძვირადღირებულ მოტოციკლის შესახებ.