ლონდონის „ტოტენჰემის“ ლიდერის, ჰარი კეინის ტრავმა სერიოზული გამოდგა. როგორც „მამლების“ ვებგვერდი იტყობინება, ინგლისელი საოპერაციოა და მინიმუმ სამი თვის განმავლობაში ვერ ივარჯიშებს. ეს კი, იმას ნიშნავს, რომ კეინისთვის მიმდინარე სეზონი პრაქტიკულად დასრულდა, რადგან აპრილში ვარჯიშის დაწყება იმის მანიშნებელია, რომ თამაშს მინიმუმ კიდევ ერთი თვე ვერ მოახერხებს. მიმდინარე სეზონში ინგლისელმა ფორვარდმა ყველა ტურნირის ჩათვლით 25 თამაშში 17 გოლის გატანა შეძლო.