ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონალური დირექტორი ჰანს კლუგე ქვეყნებს აფრთხილებს, რომ „ომიკრონ“ ვარიანტის გავრცელების გამო კოვიდ-19-ის შემთხვევების "მნიშვნელოვანი ზრდისთვის" მოემზადონ.
კლუგეს თქმით, “ომიკრონი“ ახლა დომინანტური ვარიანტია ევროპის ზოგიერთ ქვეყანაში, მათ შორის გაერთიანებულ სამეფოში, დანიასა და პორტუგალიაში. მისი თქმით, პირველადმა მტკიცებულებებმა აჩვენა, რომ „ბუსტერ“ დოზა აუცილებელია „ომიკრონ“ ვარიანტთან ბრძოლაში.
კლუგემ მოქალაქეებს მოუწოდა, რაც შეიძლება მალე ჩაიტარონ ვაქცინაცია.
”ვაქცინები რჩება საუკეთესო საშუალებად მძიმე დაავადებისა და სიკვდილის თავიდან ასაცილებლად,” - აღნიშნა ჯანმო-ს ევროპის რეგიონალურმა ხელმძღვანელმა.