ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონული დირექტორი ჰანს კლუგე აცხადებს, რომ ევროპაში ვაქცინაციის ტემპი დაუშვებლად ნელია და ამან, ახალი ვარიანტების გავრცელების ფონზე, შესაძლოა, პანდემიის გახანგრძლივება გამოიწვიოს. „ვაქცინის ერთი დოზა რეგიონის მოსახლეობის მხოლოდ 10 პროცენტს აქვს მიღებული, სრულად ვაქცინირებული კი მხოლოდ 4 პროცენტია. ვაქცინების გამოყენების ტემპი დაუშვებლად ნელია. ჩვენ უნდა დავაჩქაროთ პროცესი წარმოების დაჩქარებით, ვაქცინების განაწილების ბარიერების შემცირებით და საწყობში არსებული თითოეული ფლაკონის გამოყენებით”, - აღნიშნა კლუგემ. მისი თქმით, ვაქცინაციის ტემპის დაჩქარება კრიტიკულად მნიშვნელოვანია.