05:18
4 აგვისტო, 2021, ოთხშაბათი
იტვირთება შემდეგი ვიდეო
ამბები
შოპოჰოლიკები ფსიქიურად არამდგრადებად უნდა ცნონ - ჰანოვერის მედიცინის სკოლის სპეციალისტები
25-11-2019

ჰანოვერის მედიცინის სკოლის სპეციალისტები ითხოვენ, რომ შოპოჰოლიკები ფსიქიურად არამდგრადებად ცნონ. რადგან ისინი დამოკიდებულები არიან ონლაინშესყიდვებზე, რაც მათი ფსიქიკის აშლილობაზე მიანიშნებს.

კვლევამ აჩვენა, რომ შესყიდვებზე უფრო მეტად დამოკიდებულნი არიან ახალგაზრდები, სპეციალისტები ამბობენ, რომ განვითარებულ ქვეყნებში სრულწლოვნების 5%-ია დაავადებული ონლაინშოპინგით. ამიტომ ექიმები ითხოვენ, რომ შოპოჰოლიზმი ფსიქიკურ აშლილობად აღიარონ.

კვლევის ჩატარების დროს მეცნიერებმა აღმოაჩინეს, რომ არიან ადამიანები, რომლებიც მათთვის არასაჭირო ნივთებს ყიდულობენ და ამის გამო მათ ფინანსური პრობლემები აქვთ. მკვლევარების განცხადებით, ეს ადამიანები თავს ვერ აკონტროლებენ და მაღაზიები შოპოჰოლიზმით დაავადებული ადამიანების ხარჯზე მდიდრდებიან. 

გააკეთე კომენტარი
FB კომენტარი
სხვა სიახლეები