ლუის ჰამილტონმა დაძაბულ ბრძოლაში შეძლო მონაკოს დიდი პრიზის მოგება და ეს გამარჯვება, რომელიც მის კარიერაში 77-ეა, ნიკი ლაუდას ხსოვნას მიუძღვნა. მსოფლიოს ხუთგზის ჩემპიონმა რბოლის მიწურულს, მაქს ფერსტაპენის შეტევებს გაუძლო და ამ სეზონში მეოთხე რბოლის მოგებით, თანაგუნდელ ვალტერი ბოტასთან უპირატესობა 17 ქულამდე გაზარდა. საბოლოოდ, ფერსტაპენი მეორე ადგილს დასჯერდა, მომდევნო ადგილები კი სებასტიან ფეტელმა და ბოტასმა დაიკავეს.