"ჰამასის" ხელმძღვანელი აცხადებს, რომ დაჯგუფებამ ისრაელთან "ახალი ძალთა ბალანსი" შექმნა - Palitra News

"ჰამასის" ხელმძღვანელი აცხადებს, რომ დაჯგუფებამ ისრაელთან "ახალი ძალთა ბალანსი" შექმნა

2021-05-12 12:09:31+04:00

ისლამისტური მოძრაობის, „ჰამასის“ ლიდერმა, ისმაილ ჰანიამ განაცხადა, რომ მისმა დაჯგუფებამ ისრაელთან „ახალი ძალთა ბალანსი“ შექმნა.

”ჩვენ მივაღწიეთ გამარჯვებას იერუსალიმისთვის ბრძოლაში, იერუსალიმის დაცვაში. იერუსალიმი კონფლიქტის ღერძია. ისრაელთან დღევანდელმა ბრძოლამ თამაშის ახალი წესები დაწერა. რაც ახლა ხდება, ჩვენი ხალხის, ჩვენი ერის პატივია. ახლა ძალების ახალი ბალანსია“, - განაცხადა მან.

ისმაილ ჰანიამ ეს განცხადება მას შემდეგ ცოტა ხანში გააკეთა, რაც „ჰამასმა“ განაცხადა, რომ მან 130 რაკეტა გაუშვა თელ-ავივის მიმართულებით, რასაც ისრაელში მსხვერპლი მოჰყვა.