სუმოს მონღოლი ლეგენდა ჰაკუჰო მაისის ბაშოს გამოტოვებს. სპორტსმენს მაჯის ტრავმა აქვს და ჯერ ვერ მოიშუშა. აქედან გამომდინარე, 12-26 მაისს გასამართ ტოკიოს ბაშოს გამოტოვებს. ჰაკუჰომ წინა ბაშო 15:0-ზე დაასრულა და 42-ედ მოიგო იმპერატორის თასი. შეგახსენებთ, რომ ბაშო 12 მაისს დაიწყება და 26 მაისამდე გაგრძელდება. ქართველი ლევან გორგაძე, იგივე ტოჩინოშინი სეკივაკეს რანგში იბრძოლებს. მას 10 გამარჯვება სჭირდება ოძეკის ტიტულის დასაბრუნებლად.