17:22
20 სექტემბერი, 2020, კვირა
იტვირთება შემდეგი ვიდეო
ეკონომიკა
ჰაკერული თავდასხმის შემდეგ Twitter-მა უსაფრთხოების ზომები გაამკაცრა
07-08-2020

სოციალურ ქსელ Twitter-ის ხელმძღვანელობამ მიიღო ზომები გააძლიეროს უსაფრთხოება მანამ, სანამ ჰაკერულ თავდასხმასთან დაკაშირებით გამოძიება მიმდინარეობს. საქმე ეხება ივლისში განხორციელებულ იმ ჰაკერულ თავდასხმას, რომლის დროსაც ბევრი ცნობილი კომპანიის და ადამიანის ანგარიშები გატეხეს.

კომპანიის განცხადებით, ჰაკერული თავდასხმის დროს ჯამში 130 ანგარიში გატეხეს, 45 მათგანში ჰაკერებმა საკუთარი პუბლიკაციები გამოაქვეყნეს, 36-ში კი კერძო მიმოწერაზე ჰქონდათ წვდომა, 7-ის შემთხვევაში კი პერსონალური მონაცემები გადმოიწერეს.

შეგახსენებთ, რომ ჰაკერული თავდასხვა განხორციელდა ისეთი კომპანიების ანგარიშებზე როგორებიცაა Apple და Uber. ასევე გატეხეს Tesla და SpaceX-ის თავკაცის ილონ მასკის პირადი ანგარიში, ასევე Microsoft-ის ხელძღავნელის ბილ გეიტსის ანგარიში, დაზარალებულებს შორის იყვნენ ჯეფ ბეზოსი და უორენ ბაფეტიც, რეპერი კანიე ვესტი, ყოფილი პრეზიდენტი ბარაკ ობამა და ყოფილი ვიცე-პრეზიდენტი ჯო ბაიდენი.

გააკეთე კომენტარი
FB კომენტარი
სხვა სიახლეები