ჰაიტის პოლიციის განცხადებით, პრეზიდენტის, ჟოვენელ მოიზის მკვლელობაში უზენაესი სასამართლოს ყოფილი მოსამართლე ვენდელ კოკ-თელოტია ეჭვმიტანილი. მათი მტკიცებით, ყოფილმა მოსამართლემ შეხვედრა გამართა კოლუმბიელ დაქირავებულ მკვლელებთან, რომლებიც პრეზიდენტზე თავდასხმაში მონაწილეობდნენ. პოლიციამ მისი დაკავების ორდერი გასცა. ამასთან, ჰაიტის პოლიციამ რამდენიმე დღის წინ გაავრცელა ინფორმაცია, რომ დააკავეს ექიმი, რომელიც პრეზიდენტ ჟოვენელ მოიზის მკვლელობის ორგანიზებაში მთავარი ეჭვმიტანილია. ჰაიტის პრეზიდენტი ჟოვენელ მოიზი საკუთარ სახლში ივლისის დასაწყისში მოკლეს.