ჰაიდელბერგცემენტი კასპის ქარხნის მოდერნიზებას მაისში დაიწყებს. მშრალი მეთოდით წარმოების ტექნოლოგიური ხაზის დამონტაჟების სამუშაოები წელიწადნახევარი გასტანს და მოდერნიზებული ქარხანა ექსპლუატაციაში, გეგმის მიხედვით, 2018 წლის ბოლოსთვის გაეშვება.
პროექტი 100 მილიონი დოლარის ინვესტიციას გულისხმობს. მოდერნიზაციის პროექტის მიზანია არა მხოლოდ შეამციროს საწვავის მოხმარება, არამედ ქარხანამ შეძლოს ემისიების მომავალი რეგულაციები, შეამციროს ტექნიკური მომსახურების ხარჯები და შექმნას ალტერნატიული საწვავის გამოყენების შესაძლებლობა. მშენებლობის ეტაპზე იგეგმება არსებული შენობა ნაგებობების რეკონსტრუქცია, ახალი ტექნოლოგიური ხაზისა და დამხმარე ნაგებობების აგება.