ტაქსებისთვის დაწესებულ ახალ რეგულაციებს აფასებს "ტრანსპორტისა და გზების ასოციაციის" თავმჯდომარე, დავით მესხიშვილი. იგი მერიას მოუწოდებს, რომ აღნიშნული საკითხი დროებით გადაავადოს. როგორც მესხიშვილმა აღნიშნა, ის მთავარი მიზეზი, რის გამოც ლიცენზიის დაწესებაა საჭირო, რომ თითქოს’და ტაქსები ჰაერს აბინძურებენ, სიმართლეს არ შეესაბამება. მისივე თქმით, რეგულაციის შემოღება ვერც ტაქსების ტექნიკურად გამართვას უზრუნველყოფს.