ტრანსპორტის საკითხებზე მომუშავე პლატფორმა "ჰაბ ჯორჯია" მართვის მოწმობის მისაღები, თეორიული გამოცდის ტესტებში სატრანსპორტო საშუალების ეკომართვის ტესტების დამატებას დადებითად აფასებს. პლატფორმის აღმასრულებელი დირექტორის თქმით, ეკომართვის საგამოცდო ტესტები ხელს შეუწყობს მომავალი მძღოლების ინფორმირებას, ჰაერის დაბინძურების შემცირების მიზნით განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ. თუმცა, ურუშაძე იმასაც ამბობს, რომ ქვეყანაში ამ დრომდე არ არსებობს რეალური სისტემა, რომელიც მოქალაქეს ავტომობილის მართვისა და საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ განათლებას მიაწვდის. ცნობისთვის, მართვის მოწმობის მისაღები თეორიული გამოცდის ტესტებს სატრანსპორტო საშუალების ეკომართვის 51 ტესტი დაემატა. ცვლილება ძალაში 2018 წლის 30 სექტემბრიდან შევა.