არასამთავრობო ორგანიზაცია "ჰაბ ჯორჯია" უსაფრთხოების საბჭოს მდივანს მიმართავს და საქართველოს სასურსათო და სატრანსპორტო უსაფრთხოების დაცვისკენ მოუწოდებს. საუბარია ისეთი სტრატეგიული მნიშვნელობის პროდუქტების რუსეთიდან იმპორტზე, როგორიცაა ნავთობპროდუქტები, ენერგორესურსები და ხორბალი. არასამთავრობო ორგანიზაციაში აღნიშნავენ, რომ ქვეყნის ეკონომიკური უსაფრთხოებისთვის აუცილებელია მოხდეს ბაზრის დივერსიფიცირება, რადგან საქართველოს სასურსათო უზრუნველყოფა თითქმის მთლიანად დამოკიდებულია ოკუპანტ რუსეთზე.
„ჰაბ ჯორჯიაში“ ამბობენ, რომ უშიშროების საბჭოს კომპეტენციაა ასევე ყურადღება მიაქციოს ქვეყანაში ხორბლის მარაგებს, რადგან ასეთის არარსებობამ შესაძლოა პურსე ფასის ზრდა გამოიწვიოს, როგორც ეს გასული წლის დეკემბერში მოხდა. ექსპერტების თმით, კიდევ ერთი პრობლემაა ავტოსატრანსპორტო გადაზიდვებისას რუსეთთან ნაღდი ფულით ვაჭრობა, რაც ზრდის რისკებს, რომ ეს ფული რუსეთის ჩრდილოვან ეკონომიკაში აკუმულირდეს , რასაც აგრესიული მეზობელი სამხედრო პირების დასაფინანსებლად იყენებს.
არასამთავრობო ორგანიზაცია კიდევ ერთხელ ამახვილებს ყურადღებას ნატახტარი-სტეფანწმინდის მაგისტრალის გადატვირთულობაზე, რუსეთთან გაზრდილი ავტოგადაზიდვების გამო, რის გამოც ტურისტები ვერ ახერხებენ დროულად გადაადგილებს. გარდა ამისა, ექსპერტებს მიაჩნიათ, რომ ქვეყნის სატრანზიტო და ლოგისტიკური პოტენციალი საზღვაო და სარკინოგზო მიმართულებითაც უნდა განვითარდეს.