ცნობილი ხდება, რომ გორშივე ასევე H1N1 ვირუსით კიდევ ერთი ადამიანი დაიღუპა. გრიპის ვირუსმა ამჯერად 48 წლის მამაკაცი იმსხვერპლა. პაციენტი კლინიკა "გორმედში" მკურნალობდა, ის კვირას გარდაიცვალა. გარდაცვალების ოფიციალურ მიზეზად H1N1 შტამის ვირუსი ოფიციალურად დადგენილია. ექიმების თქმით, მამაკაცმა კლინიკას მაღალი სიცხეებითა და სუნთქვის უკმარისობით მიმართა, რასაც თან ღვიძლის მძიმე უკმარისობაც დაერთო.