ღორის გრიპის კიდევ ერთი ადამიანი გარდაიცვალა. 41 წლის მამაკაცი H1N1 ვირუსით ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში დაიღუპა.გარდაცვალების მიზეზად ვირუსის არსებობა უკვე ლაბორატორიულად დადასტურდა. მედიკოსების თქმით, გადაუდებელი დახმარებისა და კატასტროფის სამსახურმა კლინიკაში პაციენტი 10 იანვარს შეიყვანა, რომელსაც ორმხრივი პნევმონია ჰქონდა. მათივე თქმით, ჩატარებული რეანიმაციული ღონისძიებების მიუხედავად, პაციენტის გადარჩენა ვერ მოხერხდა. ამჟამად გრიპის ვირუსის დიაგნოზით კლინიკაში 26 ადამიანი რჩება, მათ შორის ერთი მართვით სუნთქვაზე.ამ დრომდე ცნობილი იყო, რომ საქართველოში ე.წ. ღორის გრიპით 17 ადამიანი გარდაიცვალა.