დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, ამ დროისთვის, ქვეყანაში ე.წ. ღორის გრიპის 158 შემთხვევაა დაფიქსირებული. მისი თქმით, შექმნილი ვითარების ფონზე, ჯანდაცვის სამინისტრომ მიიღო გადაწყვეტილება ე.წ. პირველადი ჯანდაცვის პროტოკოლის შესახებ და თბილისში, ჯანდაცვის 5 დაწესებულება გადავიდა საგანგებო მუშაობის რეჟიმზე. ამასთან ხვალიდან 24- საათიან სამუშაო გრაფიკზე გადასული კლინიკების სია საგრძნობლად გაიზრდება. აღნიშნულ სამედიცინო დაწესებულებებში პაციანტებს შესაძლებლობა ექნებათ დღე-ღამის ნებისმიერ დროს გრიპის სიმპტომების გაჩენისთანავე კონსულტაცია ოჯახის ექიმთან გაიაროს. კლინიკების სრული სია ჯანდაცვის სამინისტროს ვებ.გვერდზეა გამოქვეყნებული.