შვედური ბრენდი ეიჩ ენდ ემი საქართველოში პირველ მაღაზიას "გალერეა თბილისში", 2017 წლის შემოდგომაზე გახსნის. მაღაზია სავაჭრო ცენტრში სამ სართულზე განთავსდება და 3 ათას კვადრატულ მეტრს დაიკავებს. H&M-ის პირველ თბილისურ მაღაზიაში ქალის, მამაკაცისა და ბავშვის ტანსაცმლის, ფეხსაცმლის, აქსესუარებისა და თეთრეულის სრული ასორტიმენტი იქნება წარმოდგენილი.
"გალერეა თბილისი" თავისუფლების მეტროსთან, ყოფილი უნივერმაღის ტერიტორიაზე შენდება. ცენტრის ჯამური სავაჭრო ფართი 22 000 კვადრატულ მეტრს შეადგენს. პროექტის მიხედვით, სივრცეში საცალო ვაჭრობისთვის განკუთვნილი 5 სართული და საკვები ზონა გაერთიანდება.