
იტვირთება შემდეგი ვიდეო
ეკონომიკა
H&M პირველი ვირტუალური მაღაზიის გახსნას გეგმავს
17-01-2022
შვედური მოდის გიგანტი, H&M მეტავერსის ინდურ პლატფორმა Ceek-თან მოლაპარაკებებს აწარმოებს, რათა ვირტუალურ სამყაროში თავისი პირველი მაღაზია გახსნას. პორტალ RetailDetail-ის ცნობით, ვირტუალურ H&M-ში მომხმარებლები ციფრული პროდუქტების შეძენასაც შეძლებენ.
Ceek-ის ვირტუალურ სამყაროში H&M-ის გახსნაზე ინფორმაცია გასული წლის ბოლოს გავრცელდა, რაც ნაადრევი სიახლე აღმოჩნდა, რადგან ინდური პლატფორმა Ceek-მა მოდის შვედურ გიგანტთან მოლაპარაკებები ახლა დაიწყო. გადაწყვეტილება ჯერ მიღებული არ არის, თუმცა Ceek-მა, რომელიც VR და AR აპლიკაციებზე არის სპეციალიზებული, კონცეფციის მტკიცებულება უკვე შეიმუშავა.
H&M-ის მაღაზია Ceek City-ში განთავსდება, სადაც მომხმარებელს, ასევე, სხვა მაღაზიების, კონცერტებისა და სპორტული ღონისძიებების მონახულება შეუძლია.
AutoPlay

ხაზინამ ამერიკელებს რუსეთში გადასახადების გადახდის ვადა ოქტომრამდე გაუგრძელა
27-05-2022

აპრილში ფულის მასა ეკონომიკაში გაიზარდა
27-05-2022

საქართველოში რიგით მეორე ეროვნული აგრარული ოლიმპიადა გაიმართება
27-05-2022

საქართველოში სიღარიბის აბსოლიტურ ზღვარს ქვევით მყოფი მოსახლეობის წილი შემცირდა
27-05-2022

Nike რუსულ ფრენჩაიზებთან ხელშეკრულების ვადას აღარ განაახლებს და ქვეყანას საბოლოოდ ტოვებს
27-05-2022

აფრიკას პანდემიის ზარალის აღმოსაფხვრელად 432 მლრდ დოლარი სჭირდება
27-05-2022