შვედურმა კომპანიამ H&M-მა ბრაზილიიდან ნატურალური ტყავის შესყიდვა დროებით შეაჩერა. ამის მიზეზად ამაზონის ტყეში გაჩენილი ხანძრები სახელდება. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას გაზეთი Globu ავრცელებს.
გამოცემა დასძენს, რომ აკრძალვა ძალაში იქნება მანამდე, სანამ კომპანია არ მიიღებს გარანტიებს, რომ აღნიშნული მრეწველობა არ აყენებს ზიანს ადგილობრივ გარემოს ამაზონში.
როგორც ცნობილია, ბრაზილიური ტყავის ექსპორტზე აგვისტოს ბოლოს უარი შვეიცარულმა კომპანიამ VF Corporation-მაც განაცხადა, რომელსაც პოპულარული ბრენდები Vans-ი და Timberland-ი ეკუთვნის.
ცნობისთვის, ბრაზილია ქვეყანაში წარმოებული ტყავის 80%-ის ექსპორტს ახდენს. მიმდინარე წლის იანვრიდან ივლისის ჩათვლით ექსპორტიდან მიღებულმა შემოსავალმა 712 მილიონი დოლარი შეადგინა, რაც 18,5%-ით ნაკლებია წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე.