გზების ხარისხის რეიტინგში 7-ქულიანი სისტემით საქართველო ბოტსვანასა და ჰონდურასთან ერთად მეოთხომოცე და ოთხმოცდამეორე ადგილებს იყოფს. ამის შესახებ მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის მიერ გამოქვეყნებულ მოხსენებაშია ნათქვამი. ჩამონათვალში სულ 137 ქვეყანა მოხვდა. რეიტინგის მიხედვით, საუკეთესო გზები არაბთა გაერთიანებულ საემიროებში, სინგაპურსა და შვეიცარიაშია. პოსტსაბჭოთა ქვეყნებს შორის კი საუკეთესო მაჩვენებლები აზერბაიჯანს, ლიტვასა და ესტონეთს აქვთ, რომლებიც რეიტინგში ოცდამეთქვსმეტე და ოცდამეთვრამეტე ადგილებზე აღმოჩნდნენ.