საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯფომარე ირაკლი ქარსელაძე კობი-გუდაურის ჩქაროსნული მაგისტრალის პოლიტიკურ საფრთხეებთან დაკავშირებით გაკეთებულ შეფასებებზე არასერიოზულს უწოდებს. როგორც ირაკლი ქარსელაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, პროექტი რეგიონის განვითარებას და იქ არსებული რიგი პრობლემების მოგვარებას უკავშირდება, ამიტომ მისი თქმით, არასერიოზულია კავშირების ხელოვნური ძიება.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილიმა კობი-გუდაურის ჩქაროსნული მაგისტრალის პროექტს “ახალ როკის გვირაბი“ უწოდება. მისი განცხადებით, ავტობანის აშენების შემთხვევაში, რუსეთს ეხსნება სამხედრო გზა თბილისის სწრაფი აღებისათვის.