საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ქვეყნის მასშტაბით, გზის გაწმენდითი სამუშაოები მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა, თუმცა გზის რამდენიმე მონაკვეთზე კვლავ რჩება შეზღუდვები. მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის საავტომობილო გზის გუდაური-კობის მონაკვეთზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია. აკრძალვებია დაწესებული ასევე ახალქალაქი-კარწახის, ვაზიანი-გომბორი-თელავის, ახალციხე-ნინოწმინდის, ალპანა-ცაგერის, ქუთაისი-ტყიბული-ამბროლაურის, ბათუმი-ახალციხის და ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის საავტომობილო მაგისტრალებზე. მოძრაობის რეჯიმებთან დაკავშირებული ზუსტი მითიტებების ნახვა საავტომობილო გზების დეპარტამენტის ვებ გვერდზეა შესაძლებელი.