ფერეიდანში ახლაც სჯერათ, რომ თუ ცაზე გამოსახულ ცისარტყელში გაძვრები, საქართველოში აუცილებლად წახვალ. ლეგენდა შორეულ სამშობლოზე საუკუნეების წინათ დაიბადა... ალი ასლანიშვილიც იმ ფერეიდნელი ტყვეების გურჯი შთამომავლებია, რომელიც ბავშვობაში ნამდვილ სამშობლოში დაბრუნებაზე ოცნებობდა. რამდენჯერმე გაიარა ცისარტყელაში და ოცნება აუხდა...როცა გურჯისტანში ჩამოიყვანეს, ალი 13 წლის იყო. შაჰ-აბასის ფერეიდნელი ტყვეების შთამომავალები, საგარეჯოში დასახლდნენ... ჩამოვიდნენ და გურჯისტანთან შეგუება დაიწყეს. ისტორიულ სამშობლოში ახალი ცხოვრების დაწყება იოლი არ ყოფილა. ალი ასლანიშვილის ცხოვრების გზა სპარსეთიდან დაიწყო, დაიწყო და ნამდვილ საქართველომდე მოიყვანა.