ავტოავარია კახეთში - BMW-ს მარკის ავტომობილი თელავი-ბაკურციხის მთავარ მაგისტრალზე მიკროავტობუს დაეჯახა. შეჯახება იმდენად ძლიერი იყო, რომ სამარშუტო ტაქსის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა და გადაბრუნდა. შედეგად ორივე ავტომობილის მძღოლი მსუბუქად დაშავდა. წინასწარი ვერსიით სვტოსაგზაო შემთხვევის მიზეზი გადაჭარბებული სიჩქარე გახდა.