“ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის” 2018 წლის საინვესტიციო პროექტებს შორის ერთ-ერთ მთავარ მიმართულებად წყალმომარაგებისა და წყალარინების სისტემების განახლება-განვითარება რჩება. კომპანია წყალარინების სისტემის გამართულად ფუნქციონირების მიზნით, ნაძალადევის რაიონში, ფეიქრების ქუჩის მიმდებარედ, ერთ-ერთ კოლექტორზე სარეაბილიტაციო სამუშაოებს ატარებს. დედაქალაქში, წყალარინების სისტემაზე რამდენიმე სტრატეგიული მნიშვნელობის კოლექტორია მოწყობილი, რომლის საშუალებითაც კომუნალური წყლები გარდაბნის გამწმენდი ნაგებობისკენ მიედინება.“ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი” 2018 წელს წყალარინების სისტემის გასაუმჯობესებლად სხვა პროქტების განხორციელებასაც გეგმავს.