ჟვანიას მოედანთან წყლის მილის დაზიანების გამო გზის საფარი ისევ ჩაინგრა. მანამდე კი წყლის ნაკადმა მგალობლიშვილის ქუჩა დატბორა.
მილის შეკეთება "ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა" გუშინ დაასრულა. შემთხვევასთან დაკავშირებით კომპანია განცხადებას ავრცელებს. როგორც "ჯივიპიში" აღნიშნავენ წყლის დინების შესაჩერებლად ჩამკეტ-მარეგულირებელი ურდულები მომენტალურად დაიკეტა.
წყალმომარაგების ქსელის წყლისგან დაცლის შემდეგ ოპერატიულად დაიწყება ტექნიკური სამუშაოები მიზეზების დასადგენად და დაზიანების აღმოსაფხვრელად. კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ სამუშაოების მიმდინარეობის შესახებ მოსახლეობას დამატებით ინფორმაციას მიაწვდის. 6 ივნისის, დილის 08:00 საათამდე წყლის მიწოდება შეზღუდული აქვს: იოსებიძის, მიცკევიჩის, პეკინის, ცინცაძის, საირმის და მიმდებარე ქუჩებს.